вторник, 7 апреля 2009 г.

ხარებისათვის


ხარებისათვის ყოვლად წმიდისა სწავლა ქადაგება, სულო ყოვლად წმიდაო შემეწია ნეკრესელს ავროსის.

 

და შევიდა ანგელოსი იგი მისი, და ჰრქვა: გიხაროდენ მიმადლებელო უფალი შენთანა. დასწერს ლიკას სახარება, თავსა, 1, და რიცხვსა, 28, სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა, წმიდისათა, ამინ.

როდესაც ღმერთმან მოსე წინასწარმეტყველი გამოირჩია და ისრაილთ ერს წინამძღვრად დაუდგინა, და ყოველისა საქმისა განმგდებელად მისცა, ყოველივეს სჯულის განწესება, და მცნება იმან გამუწესა ისრაილთა, ღმერთიც იმან ამცნობა, სამართალიც იმან განუწესა, და სასწაულიც ხომ დიაღ მრავალი ქმნა, ვითარცა დასწერს წიგნი.

და ესეც იმანვე განიწესა, რადგან ღვთისაგან გამორჩეული წინასწარმეტყველი იყო, იცოდა რომ ღმერთი ქვეყანაზედ უნდა გარდმოსულიყო, და კაცთა ბუნების გამოხსნისათვის განჴორციელებულიყო. ამ აზრისთვის ერთს სალოცველს ტაძარში ათორმეტს ქალწულს შეჰკრებდენ, წლით წლამდისი, და იმათში რომელიც ღვთის სათნო და მოსაწონებელი წმიდაჲ ქალწული გამოჩნდებოდა ღმერთი თვით ჴორციელის სახითა და გამოცხადებითა, იმსგან უნდა განჴორციელებულიყო.

მაშინ როდესაც ჟამთა აღსასრულსა განგებულება ღვთისა მოიწია, იმ ჟამად ათრმეტნი ქალწულნი ტაძარში შეკრებულნი იყვნენ, და ზაქარია წინასწარმეტყველი იმათს მცველად, მასწავლელად და მოძღვრად, დადგინებულიყო, იმათში თვით ეს ყოვლად წმიდაჲ ქალწული მარიამიც იმათთან იყო მდგომარე. მაგრამ რა წმიდაჲ, რა ქალწული, რა მშვიდი, დაბალი და მართალია; ოჰჰ ჩემს ცოდვილს ენას როგორ შეუძლიან ამისთვის ღმეღთმან ეს გამოირჩია, ანგელოსი მიუვლინა, ვითარცა მოგახსენე. ,, და შევიდა ანგელოსი იგი მისი, და ჰრქვა გიხაროდენ მიმადლებულო... ხოლო ქალწული მარიამ, უფალი დაემკვიდროს შენთანა, უფალი შენგან იშვას, და გახორციელდეს, გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ.“

მიმადლებულო ესე იგი, ვინათგან მამამან ღმერთმან შენი ეგე ვითარ ქალწულება გამოირცია ასულად თვისად სათნო გიყო, და თავისის მხოლოდ შობილის ძისა, შენგან განჴორციელებისათვის მცხებელად მნებებელმან, შენს წმიდას და ყოვლად უმანკოს ქალწულების მიმადლა კაცთა ბუნებისა შეცოდებისა მიტევება. ოჰჰ რა საკვირველი თქმა არის. და ესრეთვე: თვით მხოლოდ შობილი ძეც რომ ცხებულად ითქმის, სრულიად კაცობრივისა ბუნებისა, და ჴორთ შესხმისათვის, ყოვლითურთ თვინიერ ცოდვისა, და თვინიერ თესლისა., დედად გამოგირჩია. და ესრეთვე სული წმიდაჲ, თით ზეთათ და ცხებად ითქმის ვინათგან საუკუნოსა მამისა მიმართ, თვით თანასწორებით სათნო მყოფელნი არიან საუკუნოსა მამისა მიერ ასულად გამორჩევითა, ეგრეთვე საუკუნოსა სულისა წმიდისა სძლად გამოგირჩია. და თვით საუკუნოსა ძისა ღვთისაგან რომ დედაც სათნოყოფითა, და ჴორცშესხმითა ამას ესე ვითარისა საკვირველსა განგებულებასა ზედა, ვითარ იგი, ორნი ვითნიმე, რეცა ერთსა ვისმე თანასწორსა შემოსდენ რა სამკაულსა საუცხოოსა. ესრეც სათნოდ გამოსჩნდი, და ყოვლად წმიდა ქალწულება. შენი ესე ვითარდა გამორჩეულ და მრწონებულიქმნა, წმიდისა სამებისაგან, და ამას გახარებო ქალწულო, მარიამ. ამისთვის შევიდა ტაძარსა მას შინა მარჯვენით კერძო,მ ანგელოსთა მთავარი იგი გაბრიილ, ჴელითა უცხოსა რასამე შვენიერისა ყვავილისა მტვირთელი, და ეტყვის: გიხაროდენ ხოლო დედად ღვთისად გამორჩეულო მარიამ უფალი შენთანა. და ყოვლად წმიდაჲ ქალწული ვითარცა სულითა წმიდითა განბრძნობილი მიუგებს, ,,მე მამაკაცი არა ვიცი. და ეგრეთვე ანგელოსთა მათავრი იგი ახარებს. ,, სული წმიდაჲ მოვიდეს შენზედა, და ძალი მაღლისა გფარავდეს შენ. მაშინ ქალწული ვითარცა სიმდაბლით შემწყნარებელი ეტყვის: ,,აჰა ვარ მჴევალი უფლისაჲ, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა, ვითარცა ჰნებავს ღმერთსა, განაგებს საკვირველსა და მოუგონებელსა განგებსა მისსა. აჰა მორჩილი და მნებებელი საკვირველისა მაგის სიტყვისა შენისა. ახლა ჩვენ ვინათგან გარმარტება ამისი სხვასა სიტყვასა სინა გვითქვამს ამისთვის ესე დაუტევოთ და ეს გამოვიძიოთ, რომ ამ მოქმედებაში ექვსი სიტყვა და საქმე არის გამოცხადებული, და ამით ექვსი სწავლ და მცნებაც ჩვენთვის არის მოცემული და მხილებული. და ეს კეთილად და გულისჴმიერებით უნდა მოვისმინოთ. ამისთვის პირველად ანგელოსმა რომ მოახსენა, ჵი ქალწულო მარიამ უფალი შენთანა, და შენგან უფალი უნდა იშვასო და ქლწულმან მიუგო: მე მამაკაცი არა ვიცი.

ამ სიტყვაში, დიდი გამრძიება იმოქმედება ქალწულმან მარიამ, ამ აზრზედ იმ პირველს მამას ადამისა და ევას ცდომას მიხედა, იმისაგან შეშინდა და მალე ნება არ დაჰრთო. და ამით ჩვენც ეს სწავლა მოგვეცემა და გვემხილება რომ ყოველივე საქმე განკრძალვითა, და გამოძიებით უნდა ვიმოქმედოთ, და არ მსწრაფ და ადვილად შევსცდეთ ვისაგანმე, ამაზე აღარ უნდა განვაგრძოთ სიტყვა ჩვენი.

მეორედ რომ ანგელოსმა რომ მოახსენა ,, სული წმიდაჲ მოვიდეს შენზედა, და ძალი მაღალ. ამაზე დიდი სიმდაბლის აღთქმა იყო ქალწულის მარიამისგან, ოჰ, მე ხომ არა ვიცი რაო, და უცხო ვარ კაცობრივისაგან, მაგრამ ვინათგან უფალსა ჰნებავს, და ეგ შენი სიტყვა ზეგარდმო ბრძანება არისო ,, აჰა, მეყავნ მე სიტყავსაებრ შენისა.“

და ამით ჩვენც ეს სწავლა, და მხილება მოგვეცემა რომ ყოველისავე საღმრთოსა ბრძანებისა, და წერილისა მორჩილება, გაგონება, და დაჯერება უნდა გვქონდეს, და არც ამაზე განგვივრცელებ სიტყვასა ჩემსა.

მესამედ, აღდგა მაშინვე. და ელისაბედის მოკითხვად წარვიდა, ვითარცა დასწარე ლუკა მახარებელი. რადგან ისიც დიდად წმიდჲ და ღვთის სათნო იყო, ნათსავიც იყო და წმიდას ნათლის–მცემელსაც იმისაგან შობა ეგულებოდა, მოიკითხა ელისაბედ. ამაზედაც ჩვენც ეს საღმრთო სწავლა და ბრძანება გვემხილება, რომ ,, ვინათგან ძველი და ახალი სჯული ბრძანებს, რომ ჩვენც ამისთის ამისი თამდებობა და ვალი გვაქვს, რომ ჩვენი ძმა ქრისტანე გვიყვარდეს და შური და მტრობა არ უნდა გვქონდეს, და ესეცა შეუყვარე უფალი ღმერთი შენი და შეიყვარე მოყვასი შენი, რომ არის ქრიტეანე ძმა ჩვენი, ვითარცა დასწერ წმიდა მოციქული: ,, აღმასრულებელი სჯულისა სიყვარული არს, ესეცა კმა იყავნ, რამეთუ სადა სიყვარული არაარს, იმასთნ ღმერთი არ არის.

მეოთხედ. ელისაბედ რომ მოიკითხა, აქ მივხედოთ ელისაბედის სარწმუნოებასა, და სიწმიდესა, მაშინვე სცნა, რომ ექვსის თვის მუცელქმნილის ყრმამ ნათლის–მცემელმან საშოთგან კრთომით თაყვანისცა და ამაზედ განკვირვებულმან სარწმუნოებით მოახსენა: ,, კურთხეულხარ შენ დედათა შორის. და ამით ჩვენც ეს სწავლა გვემხილება, რომ თუ ჭეშმარიტის სარწმუნობით და სასოებით კეთილი არა წარგვემართებარა, და ესეცა კმა იყავნ.

მეხუთეთ. მაშინვე ამ სიტყვაზედ ყოვლად ქალწულმან მარიამ ადიდა უფალი და ბრძანა: ,,ავედრებს სული ჩვენი უფალსა რამეთუ მოხედა სიმდაბლესა ზედა მჴეველისა თვისისასა. და ამითაც ჩვენ ლოცვა გვემხილება, რომ, ლოცვით შეისმენს ღმერთი ჩვენს ვედრებასა, და ლოცვით მოგვშორდება ეშმაკი, და მივეახლებით ღმერთსა, და ლოცვით მოგვეცემა კეთილი განსაცდელისაგან გამოხსნა, სიკვდილის დღეს სინანული, და ზეცათ სასუფეველსა შინა დამკვიდრება.

და მეექვსედ. იქიდამ რომ წამოვიდა სახიდ თვისათ ვითარცა დასწერ სახარება, და მუცელი დააჩნდა, მიხედა ზაქარია წინასწარმეტყველმან, და მაშინვე სულის წმიდის ბრძანებით სცნო, რომ იმაში კაცობრივი განზრახვა არა იყორა, არამედ სულისა წმიდის მადლით იყო, და ღვთის განგებითა, მაშინვე მიიყვანა, და ტაძარში ისევე ქალწულებთნ დააყენა, და ვითარცა ღვთის სათნო ფილისა ეგრეთ შიშთა და განკრძალვით მსახურებდათ. მაგრამ ამაზედ უღმრთოთა ურიათ შური იძიეს, და ის ღვთის ბრძანება, და განგება კი ვერ დაინახეს, და ამაზედ წინააღდეგენ საღმრთოს წინასწარმეტყველს ზაქარია რომ, მუცელქმნილი ქალწულებთან რაღათ დააყენეო, შეუჴდენ იმავ სალოცველს ტაძარში და იქავ მოკლეს ის წმიდაჲ.და დიდებული მღდელმთვარი და წინასწარმეტყველი ზაქარია.

გასინჯეთ ქრისტეანენო უღმრთოთა მათ და უსჯულოთ ჰურიათ დაბნელება, და შური და ღვთის წინააღმდეგობა განა არ იცოდენ. რომ ის დიაღ წმიდაჲ კაცი იყო, და წინასწარმეტყველი და მღვდელმთავარი, და იმათი მასწავლელი და სჯულისმდებელი მოძღვარი იყო. ეს ყოველივე დიაღ კარგათ იცოდენ, მაგრამ რადგან ღუთის წინააღმდეგადაც ქმნეს, და არც იმ წმიდის კაცის სიტყვა გაიგონეს, და კიდეც მოკლეს, ამაზედ კიდეც ემხილათ, და ღვთისაგანაც დიდად დაისაჯნენ.

და ამისთვის ჩვენს ამით ეს სწავლა გვებრძანება, და გვემხილება, რომ ჩვენს სამღვდელოთ კაცთ პატივისცემა უნდა ვიცოდეთ, ჩვენთა მოძღვაღა და მასწავლელთა წინააღმდეგნი არ უნდა ვიყვნეთ. რომელიც სამღვდელოს კაცს საღმრთო ბრძანება მისცემია, და იმ საღმრთოს წერილს აღმოიკითხავს, და წერილით გასწავლისთ, და სჯულს გამცნებსთ, და იმ საღმრთოს ბრძანებით გამხილებსთ, თქვენს უნდა დაიჯეროთ, გაიგონოთ, ის ბრძანება კიდეც უნდა აღასრულოთ, თორემ დაისჯებით.

ამაზედ გამცნებსთ, და გამხილებსთ იმავ ძველითგან საღმრთო ბრძანება, წიგნასა შიგან დაწერილ ვითარმედ ,, და იყოს თუ ვინმე კაცი ამპარტავანებებადეს, და არა ერჩდეს სიტყვასა ღვთისასა, რომელ დგეს სახლისა მის უფლისა ღვთისა შენისასა, ანუ თუ მსაჯულთა მათ. რომელ დგენ მათ ჟამთა სიკვდილისა თანამდებარს იგი კაცი, და სიკვდილით მოჰჴვედინ, და მოუსპენ ბოროტი იგი ესე ვითრი შორის ისრაილთა, რათა ყოველსა ერსა, რომელსა ესმენენ, ეშინოდენ, აღარა უსჯულოებდენ ამის მიე და ეგრეთვე ახალსა შინა წმიდაჲ მოციქულიც ასე დასწერ. ,, ხოლო ჴდომისთაგანთა მათ, და ურჩთა ჭეშმარიტებისათა, და მორჩილთა სიცრუვისთა, რისხვა, და გულისწყრომა ჭირი და იწროება, და ყოველსა ზედა, სულსა კაცისასა, მოქმედსა ბოროტისასა და ამისთვის სხვასაც მრავალი ღვთის განრისხებულ ბრძანება არის დაწერილი, და ჩვენთვის სანხილებელი ქრიტეანენო, და ამ ბრძანებას არა უნდა გადავჴდეთ საყვარელნო, და არც ურჩვექმნეთ, საღმრთოს ბრძანებასა და საღმრთოს კაცის სწავლასა და მხილებასა, და არც უნდა ვახსენოთ, და არც შეურაცხად გავჴადოთ, თორემ იცოდეთ რომ დაისჯებით. 

ეს კარგად გაიგონეთ შვილნო რომ დიაღ დიდნი რჩეულნი და ძლიერნი მეფენი მოისრნენ ღვთის გულისწყრომისა, და შერისხვისაგან, და დიაღ დიდებულნი და გამდიდებელნი ქვეყანანი ცოცხლივ ქვეყნის გაპობით ჯოჯოხეთ შთაჰყარნა.და რა მოგახსენო,ადამის ურჩბისათვის სიკვდილი სოფლად შემოვიდა. ვითარცა მოციქული დასწერს.და ეკალსა და კუროს თავს საჭმელად დავეძებთ ოფლითა და შრომითა,სამოთხისა უკვდავებაში დაბადებულნი. და უნდა ვიცოდეთ სიკვდილი რაზომ მწარეა, და სიკვდილსა უკან უმწარესი, საშინელს ჯოჯოხეთში შთაგდება, და გულის შემბნედელი საუკუნო ცეცხლი გენიისა.და ეშმაკებისაგან ტანჯვა მწარედ შესაწუხებელი, და გველთა და ვეშაპთაგან ცოდვილის კაცისა საცოდავად ჴორცისა გლეჯა მწარე და მოუსვენებელი, და დაუსრულებელი. და ესენი რასათვის საყვარელნო. აემ ცოტასა, და დიაღ მცირეს საწუთოს სიცოცხლისათვის. და აქაც რომ საძრახავი და დასგმობი არის, და დღის დასამოკლებელი. და მალე სიკვდილის მიმცემი.

ამისთვის გევედრები რომ ესენი გვახსოვდეს, და ამაებს მუდამ უნდა იგონებდეთ, და ყოვლად წმიდასა გევედრნეთ. იმისი დღესასწაული ვადიდოთ და ცოდვაზედა ჴელი ავიღოთ. და წმიდის აღსარებითა და ზიარებითა გავწმდეთ. ლოცვა, მარხვა და მოწყალება გიყვარდესთ რომ ღმერთმან ჩვენც შეგვიწყალოს, რომელსაც პატივი დიდება და თაყვანისცემა ჰშვენის საუკუნოდ ამინ.  


 
სწავლითი ქადაგება, აგვისტოს ეი, მიცვალებასა ღვთის–მშობელისასა. შემეწიე სულო ყოვლად წმიდაო ნეკრესლს ამვროსის.

 


 
ჭეშმარიტნო ქრისტეს მადიდებელნო, და დედისა ღვთისა, დღეს სასუფეველსა შინა მიცვალებულისათვის მედღესასწაულედ შემოკრებულნო, კეთილ-მორწმუნენო მსმენელნო, ისმინეთ სწავლა და ქადაგება, რომელსაცა ესრეთ ვიღწვი ყოველთა სამწყსოთა ჩემთათვის ესე ვითარცა მოხსენებასა, უკეთუ ისმინოთ შეიწყნაროთ, და დაიჯეროთ მოგახსენო მცირედი რამე სიტყვა, მადლითავე მისვე ყოვლად წმიდისა ღვთისა დედისათა.

  რომლისათვისცა ზეგარდმოთა სულითა განბრძნობილი ყოვლად ბრძენი სოლომონ დასწერს წიგნთა შინა იგავთასა, ვითარმედ “ძლიერებითა, და შვენიერებითა შეიმოსა და იხარა უკანასკნელთა დღეთა შინა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა ამინ”

რა დიდი მოსწავება, და სიბრძნითი გამომეტყველება არის ესე მორწმუნენო და ვრცელად გამოსათქმელ და ღრმად განსამარტებელ. არამედ ჟამი მომცემს ვიცი მსმენელთა ვიეთგანმე ეგოდენად, ვითარცა დასწერე წმიდანი მამანი, ვითარმედ მრავალვართო მეტყველნი, არამედ მოქმედნი მცირედ.

ამისთვის მცირედითაცარე სიტყვითა ვსთქვათ, ვითარმედ რაჲ არს ძლიერებითა შემოსაჲ და ანუ მშვენიერებითა შემოსაი ყოვლად წმიდისა ამის დედისა ღვთისა. და ანუ უკანასკნელთა დღეთა შინა სიხარულისა წინასწარმეტყველება ესე.

ისმინეთ ესე ვითარისა ამის წინასწარმეტყველებისა მოსწავება საყვარელნო ვითარმედ, ოდეს იგი ცხოვრებად სოფლისა შორის ორთა ავაზაკთასა ჯვარსა ზედა გაიმსჭვალოდა ძეჲ მისის უფალი იესო ქრისტე, არა ეძლო ქალწულსა მარიამს კადნიერებისაგან უღმრთოთა ურიათა ბორგალობისა, რათა მახლობელ ჯვარცმულისა ძისა თვისისა მივიდამცა არამედ შორს მდგომარე ნელიადითა ხმითა გოდებდა საშინელსა მას ვნებასა ძისა თვისასა. ჲოოიმე ვინმე გამოთქვნეს, მაშინდელნი იგი ტკივილნი ყოვლად უბიწოსა გულისა მისისანი, რამეთუ ახლითა, და ახლითა მწარითა და ტანჯვითა სტანჯვიდეს ძესა მისსა ახალნი და ახალნისადმი დაესვებოდეს უბიწოსა გულსა დედისასა. და უკეთუ არა ძალი ძისა თვისისა ფარვიდამცა ჟამსა მას ვნებისა თვისისასა, სწრაფლ განეშორებოდამცა ყოვლად უბიწო სული მისი, ყოვლად წმიდათა მათ ხორცთა მისთათა ვითარცა დასწერს გიორგი ნიკომიდიისა მიტროპოოლიტი.

და ესე არს მარიამ შვილნო, რომელი ძლიერებითა შეიმოსა და არა სხვა ვინმე.

და კმა იყავნ მცირედი ესე განმარტებაი ამისთვის.

და აწ შემდგომსაცა ვიტყოდეთ რომელ არს, “შვენიერებით შემოსაი მარიამისი. და ამისთვისცა ესრეთ გულისხმა ვყოთ, ვითარემედ, ესრეთ არს მშვენიერებაჲ ესრეთ შემოსაჲ მარიამისი. რომელ ზესთა საღმთოთა მათ ღვთისა მიმართ უსაშუვლოდ შემსჭვალულთა ხერუვიმ სერაფიმთა, ერთმანერთისა შორის, არვინ ხილულ არს უშვენიერეს მარიამისა, არამედ მხოლოდ დიდებისა ღვთისა ზესთა ბუნებითი იგი გამობრწყინებაი არს მარტოდ უბრწყინვალეს მარიამისსა, რამეთუ სასუფეველისა უსხეულოსა შინა ჰაერ ნათლოვნებასა, რაიმე იყოსმცა რომელი თვინიერ ღვთისა შეესწორამცა შვენიერებისა მარიამისსა არამედ სინაგან მდებარეთა მრავლითარე ძალითა კმა ვიყოთ ერთად არა განვრცელებულისა სიტყვისა განმრავლებითა. ვინათგან კმა არს დიდებად თქმა იგი მარადის წესდებაი ეკლესიის მამათა მიერ წმიდათა ვითარმედ უპატიოსნესა ხერუვიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფინთასა ესეიი არს ღვთისმშობელი მარიამ, და შემდგომი. და ესრეთ ვიდრემდე არს სვენიერებითაცა შემოსაი ყოველთა უმშვენიერესისა დედისა ღვთისა”

და აწ შემდგომიცა იგი იგავითი სიტყვა ვისმინოტ ვითარმედ “იხარაო უკანასკნელთა დღეთა შინა.

ესე არს ესე უკანასკნელი იგი ჟამი საყვარელნო, ვითარმედ რაჟამს იგი განქარვებაი აცრდილებრისა მსახურებისა ქმნა ღმერთმან, და გამობრწყნდა ჭეშმარიტებაი, რომელი ახლითარე ვარსკვლავთ მრიცხველთა მათ სპარსთა მეფეთა, ვითარცა დასწერს მატთე მახარებელი თავსა ბ, და რიცხვსა ბ. ამისთვის ამას უკანასკნელსა ამას დღესა იხარა მარიამ, ამით რომელ დედა იქმნა ძისა მხოლოდ შობილსა იესოსი, და ქალწულადვეცა ეგო დიდითა მით უაღრეს სიტყვისა საკვირველებითა. ვითარცა იტყვის უსაღმრთოესი გრიგორი ნოსელი, ქრისტეს შობისა ძლითსა შინა სიტყვა ვითარმედ “ჲჲ რა დიდი საკვირველარსო ვითარმედ ქალწული იქმენიბისო დედად და, კვალად ეგებისო ქალწულად, ამისთვის უკუ დისდი სიხარულარს და ფრიად მხიარულება ქალწულისა ამის დედისა რვთისა, ესე ვიტარი ესე.

და კვალად სხვებრცა განსამარტებელარს, არამედდ რათა არა შესწუხნეთ, ამისთვის მცირედ ესეცა ისმინეთ, ვითარმედ უკანასკნელთა ჟამთა შინა, ამას ზედაცა მოასწავებს ყოვლად ბრძენი იგი ვითარმედ, რაჯამს იგი ძისა მისისა უფლისა ისეოსი ქვეყანასა ზედა მყოფი სღე იყო უკანასკნელი, ესე იგი, საფლავით აღდგომაი უხრწნელად რუთაებრ ძისა თვისია, და სემდგომ ზედაც ამაღლებაი ღუთებრისა დიდებითა, რომელი ესე იხილა რა ქალწულმან და დედამან მარიამ, მას ჟამს იხარა ფრიად აღდგომასა და ამაღლებისა ძისა თცვისისა. ესე არს ესე მორწმუნენო.

და კვალადაც ვსთქვათ დღესისა ამისთვისცა განმარტებისა, ვითარმედ უკანასკნელად დღედ ითქმის საყვარელნო დღე ესე ყოვლად საკვირველი დღესასწაულლი, და უდიდებულსეი სიხარულლლი ღვთისმშობელისა ვითარმედ ოდეს იგი ყოვლად წმიდასა მას გვამსა მისსა, რომელსაცა მარწუხითა ყოვლად ვერ შეეხებიანსერაფიმნი, მაშინ ორ მზეობად რა ეგულებოდა განწვალებაი, ესე იგი, ქმილნი იგი ღმერთი, სულლი ქალწულისა. და ქმნილნი იგი ღმერთი კორცი ქალწულისა ორადრა განყოფასა მოელოდა ტაძარი იგი ღუთისა ცხოველისა. მაშინ განგებითმან ზაფარდამომან უკანასკნელი იგი ჟამი ესრეთ ახარა რომელ გარდამოუვლინა ზეცით მთავარანგელოსი გაბრიილ, და მოართუ რტო ერთი ფინიკისა და ეტყოდა ვითარმედ გიხაროდენ ჲიáდედაო ღუთისანო. აჰა მე ვარ გაბრიილ რომალმნაცა პირველ ხარება მოგართვი შენ. და აწცა ნუგეშინი და გიხაროდენ, რამეთუ მოვალს ძე შენი უფალი იესო, და თვით იგი სიხარულითა უკანასკნელითა სასუფეველსა შინა მიგცვალებსო.

აწ ვითარ განვავრცო სიტყვა ჩემი ამას ზედა მორწმუნეო დედისა ღუთისანო, და რა მოგახსენო, თუ ვითარისა მკურვალისაგულითა ევედრებოდა ძესა თვისსა უფალსა იესოს შევედრებისათვის წმისდდისაა სულისა თვისისა. და თუ ვითარ წამსა შინა შემოკრბენ ზეცისა ძალნი ანგელოსანი, და დისად-დასად განწყობინი გუნდნი წმიდათანი, ვითარცა დასწერს დიდი ვასილი ღმეთი შემოსილი. და ეგრეთვე წმიდანი მოციქულნიცა რომელნიმე მკვდრეთითაღდგენ. და რომელნი9მე შორით ადგილით განგებითა რუთისათა ღრუბლით აღტაცებულ იქმნენ. და ესე ვითარი ზეგარდმო კმა ესმოდათ ვითარმედ, აჰა დედასა ღუთისასა ეგულებისო მიცვალებაო, და წამსა შინა სიონსამცა ხართო ღრუბლითა აღტაცებულნი. და მყისვე მსწრაფლ მოიწივნენ და გიხაროდენ და ტაყვანისცემა მოახსენეს დედასა ღუთისასა და ნუგეშინისცეს. და თვით მხოლოდ შობილმანცა ძემან მისმა უფალმან იესომ ბევრის-ბევრითა წმიდათა გუნდთა დასთა ზეცით გარდმოსულმან შეივედრა ყოვლად წმიდა სული უხრწნელად მშობელისა თვისია დედისა.და აღიღეს წმიდა გავმი მისი დიდითა დიდებითა და საკვირველებითა და გეთსამანიად მისცვალეს. და წმიდასა მას გვამსა მისსა სამსა რა დღესა ჰსცვიდეს ღაღადებითა და გალობითა წმიდანი ანგელოსნი, და წმიდანი მოციქულნი. მაშინ დღესა სულით და კორცით ზეცას სასუფეველსა შინა აღყვანებულ იქმნა, და განისვენა მარჯვენით ძისა თვისათა, წინასწარმეტყველისაებრ კმისა ვიათრამედ “დადგა დედოფალი მარჯვენით შენსა”

ჭეშმარიტად ძლიერებითა და მშვენიერებითა შემოსილი, და მოხარული უკანასკნელისა ამას დღესა, ვითარცა იწანასწარმეტყველა იგავსა შინა ბრძენმა სოლომონ, და მარადის მეოხარს, და შესავედრებელ და მოწყალე ყოველტა მსასოებელთა მორწმუნეთა თვისთათვის ჭეშმარიტად გვირგვინოსან ქმნილნი მამისაგან, და ძისა, და სულის, წმიდისა.

ამისთვის თქუენცა საყვარელნო მორწმუნენო ღუთისმსობელისანო გიხაროდენ და მადლობდეთ და ევედრებოდეთ დედასა ღუთისასა მარიამს ზეცისა და ქვეყანისა დედოფალსა, შემწესა, მეოხსა და მფარველსა ყოველტა და შეწუხელბულსა.

ახლა ვითგან რუთისა სიყვარულისათვის, ამის დიდება და ქება და შეიწყნარეთ. ესერეთვე რომელიც იმისი, და იმისის ძისა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტეს ბრძანება და მოსაწონებელი საქმე არის, და ჩუენი საცხოვრებელიც არის. ესეც უნდა მოვისმინოთ, გავიგონოთ, და დავიჯეროთ. რომელი ჩუენისა ცხოვნებისა და ჯოჯოხეთად აღმოყვენბისათვის მოვიდა უფალლი ჩუენი იესო ქრისტე. პირველად სამი უმწვერვალესი და უპირველესი საქმე გვიბძანა. და ჩუენი ცხოვნება იქმნება არას გზით .

პირველად თვით საღუთო იგი ცხოველი პირი ბზანებს იოანსე სინა, თავსა გ, და რიცხვსა ე, ვიტარმედ «რომელი არა იშვესო წყლისგან და სულისა, ვერ შევიდესო სასუფეველსა ცათასა. პირველ ბძანება, და ქრისტიანობის ნიშანი ეს არის თქუენი იცით რომ უნათლავს სასუფეველი არ ეღირსება.

მეორედ, თვით მისვე უფლისა იესოს ბძანებას დასწერს წმიდაჲ მოციქული, და მახარებელი იოანე, პირველსა შინა კათოლიკესა თავსა დ, და რიცხვსა გ, ვითარმედ “ყოველმან სულმან, რომელმან არა აღიაროს იესო ქრისტე კორციელად მოსრული, იგი არა ღვთისაგან არს.” ამ ბძანებას ეს წმიდაჲ მახარებელი, უფლისა იესოს განხორციელებისათვის დაგვიწერს რომ ჭეშმარიტებით უნდა გვრწამდეს.

მესამედ თვით ყოველივე პირი გვიღაღადებს უკვდავებითისა, წყაროესა განმაცხოველებისა მიღებისათვის წმიდის ზიარებისა. იოანესავე შინა სახარებასა, თავსწა ვ, და რიცხვსა, ნგ, ვითარდ: “უკეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისა, და სვათ სისხლი მისი, არა გაქადნესთო ცხოვრება თავთა შორის თქვენთა.” მას შვილნო წმიდის ზიარების მიღებისათვის გვიბძანებს რომ, ვინც არ ეზიარება, იმისი ცხოვნება არ იქმნება:

წმიდა ნათლისღება ხომ პირველი ქრისატიანობა ესარის, ეს ღვთის შეწევნით თქვენც იცით, მაგრამ მასუკან რომ შევსცოდებთ, და ჩვენს სულს ცოდვით შევაწუხებთ, ის წმიდა ნათლისღება ჩუენს სულში ისევ დაბნელედება, როგორც ერთი ბნელი სახლი სანთელმა განანათლოს, და რომ გააქრო, ისევ დაბნელდეს. ესრეთუ ნათლიღებას უკან თუ ჩუენს სულსა და ხორცს აღსარებითა. და წმიდის ღიარებით არ გავსმენდთ. მერწმუნენით საყვარელნო ქრისტიანენო ნათლისღება ვერსა გვიშველის,

მაგრამ ამას გამცნებ შვილნო, და ჩემს სამწყოშიაც თვთო ამისთანა წერილები, თავის ეკლესიიის დღესასწაულებისათვის წარმიგზავნია, ვიღვწი. და თქვენც მოგახსენებ რომ თუ არ დადის მიზეზით წელიწადში ერთხელ უნდა ეზიაროს.

და თუ ან სამისა და ან ოთხი წლის უზიარებელი დადგა ვინმე. როგორც მესმის ჩემს სამწყოში რომ თავის დღეშიაც არ ზიარებულიყოს ოჰ ოჰ, ღმეთმა ნუ ქნას ამისთანი ქრისტიანი და არათუ ქრისტიანი არამედ ეშმაკი და ურწმუნოებითა თანაზიარი ჭეშმარიტად და მისთანას რომელიც მღვდელი იმას სიცოცხლეში უმღვდელებს და ან სიკვდილის დღეს დამარხავს აზიარებს და ან უწირავს ჭეშმარიტად მღვდლობისაგან განიკვეთება ვისაც გინდა გეწყინოსთ მე ეს ასე მომიხსენებია უკეთუ თქვენ სათნო გეყო, ქრისტეს მონა არ ვიქნები დასწერს მოციქული.

ჭეშმარიტი უნდა მოგახსენო ქრისტესტეს საყვარელნო შვილნო და კიდეც უნდა დაიჯეროთ ვითარცა წნმიდის აღსარებისა და ზიარებისა მოგახსენე. ეგრეთვე რომელიც ქრისტიანობის საკადრისი ქცევა და საქმე არის თუ ესეეებიც არ მოგახსენე არ იქნება.

ძველის წერილით საკაოთ ღმერთი გვიბძანებს და ახალში უფალმან ჩვენმან წმიდათ მამათაგან მოცემულის სასჯულის კანონით დაგვიმტკიცა. “დღესასწაული ჩემი დაიმარხე. ამას კვირას და უქმეს შენახვას გვიბრძანებენ. კვირას და უქმეს ეკლესიაში უნდა მიხვიდე, აიაზმა უნდა ისხურო წმიდას ხატებს უნდა ემთხვიო და სებისკვერი უნდა აიღო და თუ ამას ესე არ იქმ მაშინ ღმეთსაც ატყუებ და ქრისტიანობასაც. და უფროსად შენს თავს ატყუებ და არც ქრისტიანი ხარ იცოდე, გრწმენინ ჩემი და გრწმენინ ღვთისა.”

ეგრეთუც რომელიც მარხვად მამათა არის განწესებული ის მარხვა წმიდათ უნდა შეინახო და სახსნილო არ უნდა სჭამო. სხვას ნუ მისხედავ ნუ მიბაძავ შენს სარწმუნოების საყუარელისათვის ცოტას ხანს, შენს მუცელს მოათმნენინებ ამით შენ შვილო იცოდე რომ ზეგარდმო მადლ მოგეცემა, გიბრძანებს “რომელმან დაითმინოს იგი ცხოვნდეს”

ახლა ამასაც მტკიცედ გამცნებ და უნდა დაიჯერო მკითხავთან მიმსვლელსა შვილო ძველი სჯულისაცა და ძველი შჯულის კანონი კაცის მკვლელს უწოდს. რომელის მკითხველს აკითხვინებს და სიზმარის სწამს და ბეჭი და ან სხვა საწამლავი და თილის რამე იცის თუ ამეებზე ხელი არ აიღო სწორე უნდა გამცნო იმას კაცი მკვლელობის კანონი მიეცემა იმისა არც ზიარება იქმნება და არც სიკივდილის დღეს მღვდლისაგან დარახვა ამისათვის რომ წმიდას ნათლისღების შვილი არს წმიდას ხატსა და ჯვარსა და წმიდის სახარებისა და წმიდას სწირვასა და წმიდათა და პატიოსანთა მღვდელთა ქრისტეს მსხვერპლი შემწირველთა ამათ უნდას ეკითხებოდეს და შენ ესენი დაგიტევებია და ერთს უცებსა და უგუნურს დედაკაცს ეკითხები ეს ასე მომიკდა და რა ვქნაო? შემიტყვე რამეო რასაც შენ მიბრძანებ იმას დავიჯერებო: ფუ ამის მოქმედს, არა გრცხვენიან ყოვლად წმიდას ღუთისმშობელს ევედრები, ყოველი სასოება ჩემი შენზედ დამიძსო. და ერთის უგუნურის სიტყვას კი იჯერებ, და იმასთან დაიარები, და იმისი კი გრწამს, და შენს თავს ქრისტიანად უწოდებ. ჭეშმარიდატ რომელიც მღვდელი იმისთანას უმღვდელებს, წმიდის სჯულის კანონისაგან განკვეთილი შეიქმნება; მტკიცედ ყოველთავე ეს ასე გაიგონეთ:

ეგრეთვე მასაც გამცნებ. სამღვდელოს კაცს პატივი უნდა მისცეთ. მღვდელი ქრისტეს უკუიდავის მსხვერპლის შემწირველი არის, და სულიერი მამა არის. მღუდელნი ქრისტეს წმიდას ეკლესიაში წარდგომილი შვილნო მარად ის თქვენთვის ევედრებიან ვითრაცა ძველთა შინა წერილ არს. ულხინე უფალო ერსა ამას და ნუ მისცემ საყვედრად წარმართა არა თქვან ვითარმედ სად არს ღმერთი მათი. და ამისთვის მღვდლის შეურაცხება და უროგოს ხსნება თქვენი სარწმუნოების შელახვა არს და წმიდის ეკლესიიის გმობა არს დამიჯერეთ. ყოველთავე მას თქვენის სიყვარულისათვის გამცნებთ და მოგახსენებთ მე თქვენი სწავლების ვალი მაქვს. და თქვენ დაჯერებისა

ეგრეთუც ამასაც გამცნებ თქვენი შვილების ვალი გაქვთ რომ იმათ სიყრმითგან ქრისტიანობა უნდა ასწავლოთ და კეთილად უნდა აღზარდოთ. ავ სიტყვასა და ავს ლაპარაკს არ უნდა დავაჩვიოთ თორემ ეს იცოდეთ რომ იმათი ცოდვა და ან რასაც დააშავებენ თქვენ მოგეკითხებათ სულიერათაც და ხორციელადაც.

ეგრეთვე თქვენი შვილები და თქვენი უმცროსნი თქვენი მორჩილნი უნდა იყვნენ თორემ პირველად ღმერთი შერისხავ იცოდეს რომ მან მამას და დედას უმორჩილოს შვილს კეთუილი არ მიეცემა რა და მერმე მებატონე დასჯის და გარდააკდევინებს. რადგან უფროსი ჰწვიან რაგინდ თავმომწონე შვილი იყოს და შემძლებელი მაინც უფროსის მორჩილი უნდა იყოს ღმეთი ბრძანებს პირველ მცნებაში,

კვალად მოგახსენებ: ვალი მაქ შვილნო რომ ქრისტიანობის რიგი წესი და საკადრისი ქცევა უნდა გამცნო მადლითა ღვთისა

 ღმერთი გიბრძანებთ გაიგონეთ შვილნო შეიყვარე უფალი და შეიყვარე მოყვასი შენი მოყვასი საყვარელნო ჩჰვენ ქრისტიანესა ჰქვიან. თქვენი ძმა და მეზობელი ასე უნდა გიყვარდეთ როგორც თქვენის თავისთვის კეთლიი გინდათ არ უნდა გძულდეთ არც უმძრახად უნდა დააგდეთ არც იმათი შემატება უნდა გშურდეთ არც იმათი წახდენა და ზიანი გეამოთ და თუ სადავო და სალაპარკაო გქონდეთ ორივე მოსამართლის სიტყვას უნდა დასჯერდეთ და ასრე მშვიდობიანად მოშველდეთ ქრისტიანობის რიგი ას ეარს და თუ ასე ამას ას მე არ დამიჯერებ გამეცალე ნურც ქრისტიანებში გაერევი და არც ეკლესიაში მოგესვლება.

იცოდეთ შვილნო რომ უმძრახსა შურიანსა ცილისმწამებელსა და სხვის გნსაცდელზე ნიშნის მომგებელსა კეთლისი არ მიეცემა.

სხვისი საქონლის მპარავსა მტაცებალსა და სამუშაოს დამკლებელსა და ვალის არ მიმცემსა ღმეთიც შერისხავს და მაგიერიც მიეზღვება.

ესეც იცოდეთ შვილნო სხვისი ავის ენის მიმტანი და შფოთის ჩამომგდები და სხვისი თავსაცილით მასხარად ამგდები სხვისი ცოდვების გამკითხველი მძრახავი და გამკითხველი ღმრთისაგან დაისჯების.

სხვბისი ცოდვების გამკითხავი და სხვათა ბოროტის თვალით შემხედვარე ბილწი სიტყვების მოლაპარაკე და სიძვისა და ბილწის მოქმედი იცოდეს რომ სასუფეველსა და ღვთისგან გამოხვებულია. დაასმ სოფლისა შემრცხვენელნი ვერ მორჩება ვერსა გზით.

 ეგრეთვე ღვთისა სახელის მოფიცარი ღვთის აღნათქვამის გამტეხი მუდამ სხვის სიცრუით მომაცდუნებელი და სიცრუით მოლაპარაკე და მრუდი მოსმართლე ქრთამის ამღები პირს მომფერებელი და ქვეშ დამფარავი მომტერე და განმაქიქებელი ძვირის მომხსენე და მზაკვრობითა და ესმაკობითა მქცევი და სილაღითა და ამპარტავნნებითა და უმოწყალეო და ქვრივსა და ობოლთა შემწუხებელი ღვთისგანაც მოძულებული არის. და კეთილის კაცისაგან დაწუნებული და შეურაცხად გამხდარი არის და მიუჩნეველი არის თუმცა პირსაფერად მიაჩნდეს არც სისრულეში მიეცემა და ბოლო მოეღება იცოდეს.

ამისთანბის მოქმედსა, სწორე უნდა მოგახსენო,თუ ხელი არ აიღო და არ შეინანა არც მართალი ქრიასტიუანე ჰქვია და არც კეთილი მიეცემა. ამისთანა შეუნანებელი ქრისტიანობასა არცხვენს. და იცოდეს რომ სულითაც და ხორცითაც დასჯილი და წარწყმედილი არს:

ამ ჩემგან მოხსენებულ წერილსა თვით მოციქული დასწერს და დაამტკიცებს. პირველსა კორინთელსა შინა ეპისტოლესა თ-ვსა და გ, და რიცხვსა თ ვითარმედ არა უჭყდა რამეთუ სასუფეველი ღვთიოსა ვერ დაიმკვიდრონ. ნუს სცდებით არცა მეძავთა არცა ანგართა არცა მპარავთა არცა მტაცებელთა არცა მამისა და დედისა მგონებელთა არცა მფუცავთა და სხვათ ესე ვითარსა მოქმედთა და სხვათა ესე ვითარსა მოქმედთა სასუფეველი ღვთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ

ესეები რაც მოგახსენე და წმიდა მოციქულმა დაგვიწერა ვინც ხელს არ აიღებს და არ შეინანებს ორსავე სოფელს და შეირისხება.

და თუ შეინანებს დ ახელს აიღებს ვინათაგან არა არც კაცი რომელი ცხონდეს და არა სცოდო ვითარცა იტყვის წერლიდა და მოციქულნი ცოდვილნი შევლენ სასუფეველსა ცათასა. ისინი მიიღებენ დიდებასა და კურთხევსასა. სახელით და მორწმუნეთა და კაცთა ისახეკებიან და იდდიდებიან.

ამისათვის ყოველნი ევედრნეთ დედასა ღვთისასა მარიამს ერთბამად მართალიცა და ცოდვილნის შეისმინოს ჩვენი ვედრება და შეგვინდოს ჩვენი ჩოდვანი. და გამოგვიხსნას უსჯულოთა მტერთაგან. დაგვიიფაროს ყოველი განსაცდელისაგან. და მოწყალება გვაღირსოს კახეთისა ერსა და მშვციდობა მოგვცეს. უდიდებულესსა რუესთის იმპერატორისა ალექსანდრე რათაცა დაუმდაბლოს მტერი და ორგული და საფარველსა ქვეშე მისა დაგვიფაროს მადლმან და ძალმან მისსა ღვთისმან. მეოხებითა თვთისმშობლისათა რომელსა შვენის პატივი, დიდება, და თაყვანისცემა. აწ და უმუნისამდე ამინ.